მინარეთის მოხსნა

ბიძინა ივანიშვილი: მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის მშენებლობა კანონდარღვევით მოხდა და ხელისუფლება თვითნებობასა და უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს.

"ჩვენი ისტორიის განმავლობაში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა და ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობასა და უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, თუ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის პროცესში  აქციის მონაწილეთა მიმართ დაირღვა კანონი ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა ამას სათანადო რეაგირება მოყვება. ივანიშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია რომ სამართლიანობა კანონმა და სასამართლომ აღადგინოს და არა გარეშე პირებმა.

26 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. მინარეთის დემონტაჟს მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა ასევე რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.

 

 

კომენტარები