რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ივანიშვილი - საზღვრის გადმოწევის მიუხედავად, პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობის პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევა, არაადეკვატური პასუხია, თუმცა მთავრობა მაინც აპირებს სიმშვიდე და პრაგმატული პოლიტიკა შეინარჩუნოს.

"გადაიდგა ნაბიჯები ვაჭრობის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეგობრებმა მოგვიწონეს რუსეთთან დიალოგის ეს ფორმატი, როგორც კონსტრუქციული ნაბიჯი მიმართული დაძაბულობის შემცირებისაკენ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა კვლავ გადმოწია მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც არ არის ადეკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას. აქტიურად ვიყენებთ ჟენევის საერთაშორისო მექანიზმებსა და თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატებს", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვას იმას, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

კომენტარები