სირიის კონფლიქტი

კომიტეტმა ობამას გადაწყვეტილებას სირიასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა

reuters.com

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გატარებასთან დაკავშირებით, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს. კომიტეტის ლიდერების განცხადებით, სირიაში სამხედრო ინტერვენციის მხარდაჭერის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს და პირველი ფორმალური კენჭისყრა ამ საკითხზე დღეს გაიმართება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განმარტებით, პროექტი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით კი,  გაეროს თანხმობის გარეშე ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყება აგრესიად აღიქმება. პუტინის განცხადებით, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას თუ ამერიკა უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ბაშარ ალ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ სირიაში „შეზღუდულ მოქმედებებს“ განახორციელებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, თეთრი სახლი სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას არ განიხილავს. თუმცა, ბაშარ ალ-ასადმა საკუთარი ხალხის დახოცვაზე პასუხი უნდა აგოს.

კომენტარები