ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის ნება მისცეს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, ინფორმაცია რუსთავი 2-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ დღეს დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ 112-ში შევიდა.
რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება საგანგებო რეჟიმში, ძველი შენობის სათადარიგო სტუდიიდან გავიდა.