მესტიის საბაგიროს გაყიდვა

მანჯგალაძე: მთავრობა მესტიაში საბაგირო გზის გაყიდვას აპირებს

medianews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობა მესტიაში საბაგირო გზის გაყიდვას აპირებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, ვერტმფრენები ერთადერთი ფრანგული პროექტი არ არის, რომელზეც მთავრობა უარს ამბობს. იგივე ხდება მესტიის საბაგირო გზის მაგალითზეც, რომელიც სოციალური პროექტი იყო.

"მთავრობა ამ საბაგიროს გაყიდვასაც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ გაიზიაროს იგივე ბედი, რაც გააკეთეს ლაზიკის პროექტთან, სარკინიგზო მაგისტრალთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეტანა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ თქვა, რომ მესტიაში საბაგირო გზის პროექტს შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება, ტურიზმის განვითარება და ქვეყნისთვის სხვა სასიკეთო შედეგები მოჰყვებოდა.

კომენტარები