წინასაარჩევნო კამპანია 2013

გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს კოჰაბიტაციის დასრულებას დაპირდა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას არჩევნების შემდეგ,  კოჰაბიტაციის დასრულებას დაპირდა.  როგორც მან ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, "20 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნა უფრო იოლი იყო, ვიდრე ერთი წელი კოჰაბიტაციაში".

 მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და დაადასტურა ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობა.

"საქართველოს ხელისუფლებამ ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესების პარალელურად შეძლო რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

 

კომენტარები