ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

ბიძინა ივანიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რანკო კრივოკაპიჩს, ასევე ასამბლეის გენერალურ მდივან სპენსერ ოლივერს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ.

ივანიშვილის თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას არჩევნების სამართლიანად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში უდიდესი როლი ენიჭება.

ბიძინა ივანიშვილმა სტუმრებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციის გამოგზავნის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები