აფხაზეთში ქართველებს „მოქალაქეობის“ ჩამორთმევას უპირებენ

აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზური ე. წ. მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრებათ. ადგილობრივი პარლამენტის გადაწყვეტილებით, გალის რაიონში გაცემული აფხაზური პასპორტები შემოწმდება და ბათილად გამოცხადდება, თუკი მათ მფლობელებს საქართველოს მოქალაქეობაც აღმოაჩნდებათ. 2008 წლის შემდეგ თვითგამოცხადებული სახელმწიფოს პასპორტი 25 ათასზე მეტმა ქართველმა აიღო. სოხუმში აცხადებენ, რომ „მოქალაქეობა" შესაძლოა ქართველთა უმრავლესობას ჩამოერთვას. რაც მათთვის მთელი რიგი უფლებების დაკარგვასაც ნიშნავს.

კომენტარები