დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე სენატორ კრის მერფის შეხვდა

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებს. დავით ბაქრაძე სენატორ კრის მერფის შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოს დასავლურ კურსსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"საქართველოს აქვს და ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა დასავლეთისკენ, დასავლური ინსტიტუტებისკენ და სტრუქტურებისკენ. ეს არის ჩვენი მომავალი. მე ვარ და ვიქნები ის  ადამიანი, ის პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც ყოველთვის იქნება ორიენტირებული ქვეყნის დასავლურ კურსზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე და სტრატეგიულ ურთიერთობებზე ჩვენს პარტნიორებთან" - აცხადებს ბაქრაძე. 

კომენტარები