პრეზიდენტი

სააკაშვილი: ერთია, რას იტყვის პრემიერი, მეორე - ქართველი ხალხის ნება

facebook.com/SaakashviliMikheil

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადება საქართველოსთვის შემაშფოთებელია.

"ევროკავშირის პრეზიდენტის მხრიდან ჩვენთვის შემაშფოთებელი განცხადებაა. არ ვიცი, პრემიერმინისტრი რაზე ესაუბრა დალია გრიბაუსკაიტეს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვუხსნით, რომ ერთია, რას იტყვის პრემიერმინისტრი, მეორე - ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება კი არის ევროპაში ინტეგრაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებზე გადართვა, რადგან ქართველებს უკრაინელებსა და მოლდოველებზე არანაკლებ უნდათ ევროპაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ შეგვიძლია ყველაფერს მივედ-მოვედოთ. ამ შემთხვევაში ჩაგწევენ ბილიკიდან და აღმოჩნდები მოუსვლელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები