სტიქია ვანში

გადაუღებელმა წვიმამ ვანის რაიონულ ცენტრში მოსახლეობა დააზარალა

გადაუღებელმა წვიმამ ვანის რაიონულ ცენტრში მოსახლეობა დააზარალა. დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი მიწები.

ადგილობრივების თქმით, განადგურდა მოსავალი და დაიხოცა შინაური ფრინველი.

ვანის რაიონში ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან. ისინი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.

კომენტარები