მიხეილ ღურწკაია: მერაბიშვილი და ახალაია სანიმუშო პატიმრები არიან

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სანიმუშო პატიმარია. მერაბიშვილი ძალიან კარგად იქცევა, ემორჩილება ყველა მითითებას, ასრულებს რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ციხის ადმინისტრაციას მადლობის წერილიც მისწერა. სანიმუშოდ იქცევა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. ყოფილი ძალოვანი მინისტრების ქცევასთან დაკავშირებით, ციხის ადმინისტრაციას პრობლემები არ ექმნება

 

განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიხეილ ღურწკაიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში - დიდი პოლიტიკა.

კომენტარები