პრემიერის შეხვედრა ექსპერტებთან

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან ბიზნესცენტრში დღეს 4 საათს გაგრძელდა. მწვავე დისკუსიის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მათი გამონათქვამები წაუკითხა და განმარტება მოსთხოვა.

ექსპერტებმა ბიძინა ივანიშვილს კითხვებიც დაუსვეს და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს.

შეხვედრის ბოლოს ექსპერტებმა პრემიერს მსგავსი შეხვედრის დახურულ რეჟიმში გამართვა სთხოვეს.

კომენტარები