ნინო ბურჯანაძე

დემოკრატიული მოძრაობა ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას მოითხოვს

პარტია დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის შესახებ ტელევიზიებს  - იმედს, რუსთავი 2-ს, კავკასიასა და მაესტროს ხვალ მიმართავენ.

დღეს ნინო ბურჯანაძემ კასპის მოსახლეობასთან შეხვედრისას ზემოაღნიშნულ საკითხზე ისაუბრა.

"სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩემთვის არ გადაწყდა უფასო საეთერო დროს მოცემა. ჩვენ ვართ გაცილებით უფრო რთულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ", - თქვა ბურჯანაძემ.

კომენტარები