სოჭის ოლიმპიადა

ზაქარეიშვილი: საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მაინც მიიღებს

ტაბულა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს,რომ შიდა ქართლში არსებული ვითარების მიუხედავად, საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მაინც მიიღებს. მისივე თქმით, სოფელ დვანის მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.

"საქართველოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ის რაც ხდება, ეს 2008 წლიდან გრძელდება, ახალი არაფერი ხდება. ეს ოკუპაცია უფრო მეტ ადამიანს ეხება. ძალიან მკტივნეულია, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება. ჩვენ რაც ვერ გავაკეთეთ ათასობით ადამიანისთვის, ეხლა უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ათობით ადამიანისთვის. მთელი მთავრობა მუშაობს რომ ამ ადამიანებს, ადგილზევე გავუწიოთ დახმარება," - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები