ქართული ოცნება

ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვების წლისთავს იზეიმებს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია 1-ლ ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან კოალიციის სათავო ოფისამდე სიმბოლური მსვლელობით აღნიშნავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ერთი წლისთავს.

17:00 საათზე, მსვლელობის შემდეგ, ახალგაზრდები საქართველოს პრემიერმინისტრს, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს და კოალიციის ლიდერებს ქართული ოცნების სათავო ოფისის ეზოში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები