თბილისის ნახევარმარათონი

26 ოქტომბერს თბილისში ნახევარმარათონი გაიმართება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, თბილისის ნახევარმარათონთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჰაიდელბერგცემენტის დირექტორი მიხაელ ჰამპელი, გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ. სხვადასხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ ფონდ იავნანას პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე და ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი, მაია აზარაშვილი.

"ეს პროექტი შარშან დავიწყეთ და ბედნიერი ვარ, რომ ნახევარმარათონი წელსაც გაიმართება. თითოეული მონაწილე რეგისტრაციისას 10 ლარს იხდის, ჩვენი კომპანია შეგროვებულ თანხას გააორმაგებს და მთლიანად პაატა ბურჭულაძის ფონდ იავნანაში გადავრიცხავთ. მინდა ყველას მოვუწოდო, მიიღოს მონაწილეობა მარათონში, რადგან ამ გზით, ისინი დაეხმარებიან როგორც საკუთარ, ასევე სხვათა ჯანმრთელობას", - განაცხადა მიხაელ ჰამპელმა.

ჰაიდელბერგცემენტის ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმეს, რომლებიც მხარეებს შორის ქვეყნის სოციალური პროექტის, თბილისიმარათონის, განვითარებისთვის გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობას ემსახურება.  

ნახევარმარათონი თბილისის ზღვის ტეროტირიაზე 26 ოქტომბერს გაიმართება.

 

კომენტარები