სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

ნინო ლომჯარია: სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს

ნინო ლომჯარია
რადიო "თავისუფლება"

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით, პეტიციის მომზადების გარდა, შესაძლოა, მშვიდობიანი ხასიათის აქციებიც დაიგეგმოს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლომჯარიამ აღნიშნა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. მისი თქმით, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

"თუმცა თუ საზოგადოებაში ამის მოთხოვნილება და საჭიროება იქნება, გავაკეთებთ", - განცხადა ნინო ლომჯარიამ.

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით მომზადებულ ონლაინპეტიციას კი, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ამ დროისთვის 1200-ზე მოქალაქე აწერს ხელს. 

"ამ დროისთვის არსებული ხელმოწერების რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოებას აქვს ცალსახად საპროტესტო განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველომ  ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას. ამისთვის, საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს", - დასძენს ლომჯარია. 

კომენტარები