საქართველოს სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა. ამის შესახებ მუსიკოსმა ვახო ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ზე, გადაცემაში - არჩევანი ისაუბრა. მისი თქმით, მიამიტურია დამოკიდებულება, რომ სპორტი და პოლიტიკა არ არის გადახლართული. "როდესაც მოდის ჯარისკაცი, მოდის და აგებს საზღვარს, ჯარისკაცი თავის ხელით ანგრევინებს შენს მოქალაქეს სახლს, აძევებს შენი ტერიტორიიდან - ეს არის ომი. ჩვენ რაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები - ვილაპარაკოთ, რომ კულტურული კავშირები აღვადგინოთ გაგანია ომში, სპორტული ურთიერთობები აღვადგინოთ და ამით გავათბოთ ჩვენი მტერი - ოდნავ მაინც ისტორია თუ ვინმემ იცის, მემგონი, ასეთი მაიმუნური თამაშებით ომს ვერ იგებ. ომს იგებ კონკრეტული ომის წესებით. ჩვენ ვართ ომში," - ამბობს ბაბუნაშვილი. მისივე თქმით, არავინ უშლის ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებსაც ან მოგების შანსი აქვთ, ან უბრალოდ კარიერისთვის სჭირდებათ, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში. "ქვეყანამ ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა აიღოს თავის თავზე," - აცხადებს ბაბუნაშვილი.
tbl.ge/dfd
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ფანჯიკიძე: ოლიმპიადაზე თიბილოვის და ანქვაბის გამოჩენა რეაქციას არ იმსახურებს
- სესიაშვილი: ღრუბლებით დაფარული რუკის ჩვენებით რუსეთმა სირცხვილი აღიარა
- ფანჯიკიძე: ოლიმპიადის დროს დაფიქსირებულ წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ
- ფანჯიკიძე: ქართულ რუკაზე თეთრი ღრუბელი არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად
- ასანიძე: ჩავიდოდი სოჭში, გახსნას დავესწრებოდი და დავტოვებდი ოლიმპიადას