უშიშროების საბჭოს მოწვევა

უსუფაშვილი პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევას პიარ-მასკარადს უწოდებს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ შეთავაზებას ”მორიგ პიარ-მასკარადად” აფასებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს.  უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს განცხადებით მიმართა.

"გავეცანი თქვენს საჯარო განცხადებას, რომლითაც მაცნობეთ პრეზიდენტის თხოვნა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის თაობაზე.

საჯაროდვე გთხოვთ, გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭო) შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უსაფრთხოება) არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას. 

ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ..." - წერია უსუფაშვილის განცხადებაში.

 

 

კომენტარები