გრინფისის აქცია

გრინფისის წევრებმა გაზპრომის პარიზის ოფისთან აქცია გამართეს

გრინფისის (greenpeace) აქტივისტებმა გაზპრომის პარიზის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რუსეთში დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

გრინფისის 28 აქტივისტი და ორი ჟურნალისტი 19 სექტემბერს მურმანსკში დააკავეს, როცა მათი გემი გაზპრომის კუთვნილ ნავთობის პლატფორმას მიუახლოვდა და იქ აქციის გამართვა სცადეს. აქტვისტები არქტიკის ზონაში ნავთობის მოპოვებას აპროტესტებდნენ. მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

გაზპრომის პარიზის ოფისთან შეკრებილი მანიფესტანტები აცხადებენ, რომ მათი თანამებრძოლები მეკობრეები არ არიან და გაზპრომმა ჭაბურღილებით ნავთობის მოპოვება უნდა შეწყვიტოს.

კომენტარები