სწრაფი რეაგირების ძალები

რასმუსენი: საქართველო 2015 წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი გახდება

NATO Secretary-General Andres Fogh Rasmussen speaks at the news conference during informal NATO Foreign Ministers meeting in Tallinn
Ints Kalnins / REUTERS

საქართველო 2015 წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი გახდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე თქვა. მისი თქმით, საქართველომ სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანება შესთავაზა, რაზეც დასთანხმდნენ.

"მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველომ შემოგვთავაზა რეაგირების ძალებში გაერთიანება და ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება. ქართული ქვედანაყოფები NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში 2015 წელს გაწევრიანდებიან და ეს პირველად მოხდება", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები