ალმა-ათაში დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა რეგიონულ ფორუმზე, გუშინ, სიტყვით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გამოვიდა.
გამოსვლის მთავარი თემა სოჭი 2014-ის ტელეჟურნალისტთა სააკრედიტაციო სისტემაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუბიექტებად შეყვანა და ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე სამხედრო მფრინავის, ივან ნეჩაევის დანიშვნა იყო.
რუსული მხარე ზენაიშვილს დაჰპირდა, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას უფრო მაღალ დონეზე მიაწოდებენ.