აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდის ცნობით, დღეს პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ივანიშვილმა ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. 

ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს ოფიციალური მილოცვა გუშინ გაუგზავნა.

კომენტარები