ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) მშვიდობისთვის განკუთვნილი ნობელის პრემია მიიღო. ჰააგაში დაარსებულმა ორგანიზაციამ ჯილდო სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებისთვის ინტენსიური მუშაობისთვის მიიღო.
რამდენიმე კვირის წინ OPCW-მა ინსპექტორები სირიაში გაუშვა, ასადის ქიმიური მარაგის დემონტაჟის და განადგურების მიზნით.
OPCW-ის გამარჯვება მოულოდნელი იყო. წელს ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად პაკისტანელი გოგონა მალალა იუსაფზაი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვიდრი, გინეკოლოგი დენის მუკვენგე ითვლებოდნენ.