ფოკუსი

გვჭირდება თუ არა დიდი ჰესები

უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში - ხუდონჰესის გარშემო ვნებათაღელვა განახლდა. ადგილობრივი მოსახლეობა და საზოგადოების ნაწილი ახალი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, საქართველოს მთავრობა კი ხუდონის საჭიროებას ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებით ხსნის, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ დიდი ჰესების მშენებლობაზე უარის თქმის პირობას დებდა.

მოწინააღმდეგეები არგუმენტად გარემოზე მავნე ზემოქმედებასა და ადამიანის უფლებებს იშველიებენ, პროექტის მომხრეები ენერგოდამოუკიდებლობაზე, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტზე საუბრობენ.

რა სარგებელი ექნება ქვეყნისთვის ხუდონჰესს, როგორ აისახება ეს პროექტი ეკონომიკაზე და რას მოაქვს მეტი ეკოლოგიური ზიანი - დიდ ჰიდროელექტროსადგურებს თუ პატარა ჰესებს ან თბოელექტროსადგურები, რა არის მსგავს პროექტების გვერდითი ეფექტი. ადამიანები და მათი საკუთრება - რა ბედი ელით ადგილობრივებს და რისი უფლება აქვს სახელმწიფოს, თუ ის განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს. პასუხები ამ კითხვებზე მოისმინეთ ტაბულას ეთერში.

კომენტარები