ნარკოტიკული დანაშაული

პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრლდებით 2 პირი დააკავა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1965 წელს დაბადებული გიორგი ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რეალიზაციის შედეგად, ორი ათასი ლარი, შვიდასი დოლარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

პოლიციის ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, დაკავებულები კი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

კომენტარები