პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: მე არ დავუშვებ საქართველოში ეგვიპტის სცენარის გამეორებას

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

მე არ დავუშვებ საქართველოში ეგვიპტის სცენარის გამეორებას, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მან და მისმა გუნდმა სასწაული მოახერხა და მთავრობაში ისე მოვიდა, რომ ეგვიპტის მსგავსი არეულობა არ მომხდარა. მისი თქმით, საუბედუროდ, საქართველოში დარჩენილია ხალხი, რომელსაც მოჰამედ მორსის გადაგდებისა და დასჯის სცენარის გამეორება სურს.

"საქართველოს ჰქონდა სამოქალაქო ომი, თავისი ეგვიპტე და ამის გამეორება არავის გვსურს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მას არც მიხეილ სააკაშვილის და არც არავის განადგურება არ სურს. ყველა დამნაშავეს სასამართლო დასჯის.

 

კომენტარები