რუსეთი

მოსკოვში პოლიციის განყოფილებები მინის შენობებში განთავსდება

timer.ge

რუსეთის დედაქალაქის პოლიციის განყოფილებები მინის შენობებში განთავსდება. ამის შესახებ გამოცემა Московский комсомолец, ქალაქის ხელისუფლებაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ახალი შენობები ქალაქში მომავალი წლიდან გაჩნდება, მომავალში კი ყველა განყოფილების გამჭვირვალე შენონებში განთავსება არის დაგეგმილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შენობებში გამჭვირვალე იქნება როგორც გამომძიებელთა და ხელმძღვანელობის კაბინეტები, ასევე დაკითხვის ოთახები, რაც პოლიციელთა მხრიდან ძალაუფლების რაიმე სახით ბოროტად გამოყენებას გაართულებს.

„მოსკოვის სხვადასხვა უბანში შენობები განსხვავებული იქნება. დამპროექტებლებმა დიზაინერური გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს... პროექტში მრგვალი, ცილინდრის მსგავსი შენობებია, ასევე თვალისთვის უფრო ჩვეული კუბური ფორმის ნაგებობები. ჩაფიქრებულია სულ უცხო ვარიანტიც - გრძელი, დაკლაკნილი შენობა. მინის ფასადი და მომრგვალებული ფორმა მას ზღვის ტალღას ამსგავსებს", - წერს გამოცემა.

Московский комсомолец-ის წყაროები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, პოლიციის გამჭვირვალე შენობების იდეა საიდან გაუჩნდათ და შეისწავლეს თუ არა ამ მხრივ სხვა ქვეყნების გამოცდილება.

 

 

კომენტარები