ნასამართლობის მოხსნის აქტი

პრეზიდენტმა ნასამართლობის მოხსნის კიდევ ერთი აქტი გამოსცა

www.weeknews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის კიდევ ერთი აქტი, მსურველთა სიმრავლის გამო, გამოსცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის თქმით, პრეზიდენტის პირველი განცხადების შემდეგ მიმართვა ადმინისტრაციაში 18 000-ზე მეტმა პირმა შეიტანა, თუმცა 2 ოქტომბრის შემდეგ აღნიშნული რიცხვი კიდევ 5 000-ით გაიზარდა. ბარნოვის თქმით, პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი აქტი სწორედ ამიტომ გამოსცა."ინდივიდუალური ამონაწერების გაცემა დაიწყება ორშაბათიდან და პარალელურ რეჟიმში ჩვენ განცხადებების მიღებას გავაგრძელებთ შეწყალებაზე", - თქვა ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არ გამორიცხავს, რომ განცხადებების სიმრავლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების დამატებითი აქტი კიდევ გამოსცეს.

კომენტარები