გიორგი ანწუხელიძის მემორიალი

მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა იქვე, მისი გმირობის შესახებ ისაუბრა.

"იმ წამს, იმ წუთს გიორგი ანწუხელიძე იყო საქართველო. თავისი ქმედებით მან თქვა: დღეს მე ვარ საქართველო, საქართველო კი არ დაიჩოქებს! საქართველო არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმას! საქართველო არ დაიმცირებს თავს, მე ვარ საქართველო! სწორედ ამიტომ არის ის გმირი. იმ წუთებში ის იყო ქართველობისა და საქართველოს განსახიერება, მთავარი სიმბოლო," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა გენერალ მაზნიაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

კომენტარები