ეკა ბესელია

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ეკა ბესელია ფოთის მერს ემუქრება

tspress.ge

სააგენტო თავისუფალი სიტყვა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ემუქრება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის მერს. ეკა ბესელიას და დავით სარსანიას შორის კონფლიქტი ფოთში, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის ვიზიტის დროს მოხდა.

"ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს აწყობინებ, აი ამის პასუხს მოგთხოვ მე შენ. დავამთავროთ ეს არჩევნები. შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ... ახლა არ არის ამის დრო და დამთავრდება ეს არჩევნები," - მიმართავს ბესელია მერს.

სააგენტო მომხდარ ფაქტზე თავად დავით სარსანიას კომენტარსაც ავრცელებს. ქალაქის მერის თქმით, ინციდენტამდე ეკა ბესელია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან პრობლემებით მისულ დევდნილებთან შეხვედრაზე, თვითმმართველობას აკრიტიკებდა.

"ის მათ ეუბნებოდა, რომ თითქოს ჩვენ არ ვურემონტებდით ბინებს, არადა, თვითმმართველობის საქმე ეს საერთოდ არაა. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამსახურის უფროსს, მარინა ღლონტს გამოუვარდა კაკულია, რომელიც თანამშრომელთან რაღაცას ლაპარაკობდა და ასე მიმართა: "ქალო, ხმა ჩაიგდე საერთოდო". ამის მერე ღლონტმა მას მწვავედ უპასუხა, რასაც მოყვა შემდეგ ბესელიას აგრესია ჩემს მიამრთ,"- განაცხადა დავით სარსანიამ.

კომენტარები