არჩევნები 2013

შალვა ნათელაშვილი: დღეს წყდება ბედი ქართლისა

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ის საბურთალოს 48-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. 

"მე არჩევანი გავაკეთე საქართველოზე. ჩვენს სამშობლოზე. 21-ე საუკუნეში ჩვენ შეიძლება ამაზე დიდი საქმე არ გვქონდეს. ამიტომ ყველას, დიდსა და პატარას, ჩემს ძვირფასებს გთხოვთ, გადადოთ ყველა საქმე და გამოცხადდეთ საარჩევნო უბანზე. დამერწმუნეთ, რომ დღეს წყდება ბედი ქართლისა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბედი გადაწყდება ჩვენი შვილების და ჩვენი მომავლის სასიკეთოდ" - აცხადებს ნათელაშვილი.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარები