არჩევნები 2013

მრავალეროვანი საქართველო: რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ

www.civil.ge

რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაცია საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო იტყობინება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლნისის #3 და ნინოწმინდის #25 უბნებზე არ დაუშვეს დამკვირვებელი.  

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პრობლემა ორგანიზაციის იურისტის ჩარევის შემდეგ მოგვარდა და ორივე უბანზე დამკვირვებლები მოგვიანებით დაუშვეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალქალაქის ორ უბანზე - #40 და #55 - კომისიის წევრებმა შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც 3 მეტრის რადიუსში რეგისტრატორის მაგიდებთან დამკვირვებლებს არ უშვებენ.

სადამკვრივებლო ორგანიზაციამ წილისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით დარღვევა ნინოწმინდის #4 უბანზე აღრიცხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე მასობრივად აფიქსირებენ ბიულეტენების ნაკლებობას. ასევე, საარჩევნო უბნებზე - მარნეულსა და ნინოწმინდაში, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჭიროზე ნაკლები საარჩევნო კაბინებია". 

კომენტარები