არჩევნები 2013

ბურჯანაძე: ამომრჩეველმა ხმა ქვეყნის გამთლიანებას უნდა მისცეს

ამომრჩეველმა ხმა ქვეყნის გამთლიანებას უნდა მისცეს  - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელმაც ხმა  მე-3 ოლქის მე-2 საარჩევნო უბანში მისცა.

"მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი მივიდეს და ხმა მისცეს ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიანი ქვეყნის აშენებას. მინდა, ყველას მივმართო, ვინც უსმენს ახლა ჩემს კომენტარს, გამორთოს ტელევიზორი და მოვიდეს საარჩევნო უბანზე, ხმა მისცეს საკუთარი ოჯახის, შვილების და სამშობლოს მომავალს. ნუ დაველოდებით, ნუ დავუტოვებთ სხვას გადასაწყვეტად ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის ბედს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

როგორც ხმის მიცემის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, იმედოვნებს, რომ საბოლოოდ არჩევნები მშვიდად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, იქნება მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები, რომელიც არ შეცვლის არჩევნების რეალურ შედეგებს. 

"წინასაარჩევნო პერიოდი ნამდვილად იყო განუზომლად უფრო უკეთესი, ვიდრე სხვა პერიოდში. იმედია, ახლაც შეძლებენ თავის შეკავებას და ხელი არ წაუცდებათ გაყალბებისკენ. იყო ცალკეული რაიონებში სერიოზული დარღვევები, რომლებიც შეიძლება ლამის უბნის გაუქმების საფუძველი გახდეს. ამაზე ჩვენი შტაბი სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები