არჩევნები 2013

აქტივობა 15:00-ზე საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 30%-ით დაბალია

ცესკო

15:00 საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 32,05 %-ს შეადგენს, ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობა 45 %-ს შეადგენდა.

ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 1 133 753-მა ამომრჩეველმა მიიღო. რაც შეეხება აქტივობის მაჩვენებელს ოლქების მიხედვით; ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში 46,7% დაფიქსირდა, მცხეთა-მთიანეთში - 34,3%, გურიაში - 39,9%, სამცხე-ჯავახეთში - 34,2%, იმერეთში -33,9 %, აჭარაში -33,3%, თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამომრჩეველთა აქტივობა 31%-დან 32%-მდე მერყეობს, ყველაზე დაბალი აქტივობა, 26% კი ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქშია.

კომენტარები