არჩევნები 2013

ცესკო: არჩევნების დღეს აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაშია აკრძალული

www.cec.gov.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა კომენტარი დავით საგანელიძის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც უმრავლესობის ლიდერის ფონზე გიორგი მარგველაშვილის სააგიტაციო მასალა ჩანდა. აზარაშვილის თქმით, აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაშია აკრძალული

"საარჩევნო სუბიექტის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენელმა წერილობით მოგვმართა დავით საგანელიძის საინფორმაციო ბრიფინგის შესახებ, სადაც ფონზე ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალა და ცესკო-ს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის გაშვება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში," - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

კომენტარები