არჩევნები 2013

GFK-ს ეგზიტპოლით გიორგი მარგველაშვილს 66.7, დავით ბაქრაძეს კი 20.2% აქვს

გერმანულმა კომპანია GFK-მ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემები 6 საათისთვის არსებულ სურათს ასახავს.

გიორგი მარგველაშვილი - 66.7%, დავით ბაქრაძე 20.2%, ნინო ბურჯანაძე 7.5%, შალვა ნათელაშვილი 2.1% და გიორგი თარგამაძე 1.1%.

კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ეს მონაცემები შედეგების 80%ს შეადგენს, ხოლო ცდომილების ზღვარი 2.7%ია.

კომენტარები