არჩევნები 2013

GFK ეგზითპოლი: მარგველაშვილი - 66.1%, ბაქრაძე - 20.1%, ბურჯანაძე - 7.4%

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის უახლესი შედეგების მიხედვით, 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 66.1%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 20.1%-ით. მესამე ადგილი კი, დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დაიკავა, რომელმაც ხმების 7.4% აიღო. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, კვლევის შედეგების მაქსიმალური ცდომილება 2-3%-ია.

კვლევა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ GFK საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 115 საარჩევნო უბანზე ჩაატარა. გამოკითხვა კომპანიამ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე აწარმოა. 

კომენტარები