პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იქნება.

მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა აბაშიძე 2010-2012 წლებში ლონდონის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობდა. ფინანსური ინსტიტუტის პროფილი საკრედიტო და საინვესტიციო მომსახურების გაწევაა. აღნიშნულ ინსტიტუტში ის ბიზნესის განვითარების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და ზედამხედველობას კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას უწევდა; ზედამხედველობდა კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს, ანგარიშების შესრულებას, ახორციელებდა ბიუჯეტირებას და მისი პარამეტრების შესრულებას უზრუნველყოფდა. 2007-2010 წლებში ლაშა აბაშიძე საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი იყო.

2004-2005 წლებში ლაშა აბაშიძე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა.

კომენტარები