შეხვედრა პატრიკ ჰიკთან

ივანიშვილი: საქართველო სპორტული ქვეყანაა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ პატრიკ ჰიკს შეხვდა. შეხვედრას კომიტეტის აღმასკომის წევრი გვიდო დე ბონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც დაესწრნენ.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა.

ივანიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველო სპორტული ქვეყანაა, რასაც 35 ოლიმპიური ჩემპიონის არსებობა მოწმობს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება, არაერთ ევროპულ თუ მსოფლიო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოს.

"კარგია, რომ ამ მხრივ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. 2013 წელს თბილისში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, ხოლო 2015 წელს ტარდება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და ასევე ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები