საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოქტომბრის თვეში შემოსულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის ოქტომბერში სულ 480 510 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1%-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 556 110 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 23,7%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და უკვე გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 785 244 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%);
ბ) ტრანზიტი - 1 001 010 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 57,3%);
გ) სხვა - 1 769 856 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%).
2013 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+13,5%), სომხეთიდან (+34,3%), რუსეთიდან (+37%), უკრაინიდან (+58,6%) და ირანიდან (+26,7%) შემოვიდა.
შსს-ს განცხადებით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერში, უკვე ტრადიციულ პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად კვლავ გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად, 70%, 34%, 27%, 20%, 17% და 17%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელარუსის მოქალაქეები 61%-იანი მატებით.
შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს ასევე გაზრდილია საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა აქტივობაც, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში შემოსვლა 22.4 %-ით, ხოლო გასვლა 22.8%-ით გაიზარდა.