არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება

gbf.ge

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

"დღეს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩვნების გამართვასთან დაკავშირებით იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ფედერაციის ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 11 დეკემბერს გაიმართება," - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი მიხეილ ახვლედიანმა, ვლადიმერ ბოისამ, კახა შენგელიამ და მიხეილ გაბრიჩიძემ დააფიქსირეს.

კომენტარები