გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

სამინისტრო: ალიევს მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსაწვევი მიღებული აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ილჰამ ალიევს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი მიღებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"პორტალ Vzglyad.az-ით გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან გადავამოწმეთ. როგორც მან გვითხრა, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი გაეგზავნა და ის მიღებულია", - განმარტავენ სამინისტროში.

გუშინ ინტერნეტპორტალმა Vzglyad.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები