ადგილობრივი პროდუქცია

თოფაძე ადგილობრივი კომპანიებისთვის რეკლამების განთავსებაზე შეღავათებს მოითხოვს

Gogi Topadze
Tabula

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ადგილობრივი კომპანიებისთვის რეკლამების განთავსებაზე შეღავათების დაწესების იდეით გამოდის. მისი თქმით, "იაპონიაში, ამერიკულ ავტომობილების იმპორტისას საბაჟოზე სამჯერ მეტს ახდევინებენ, რადგან  ეს პროდუქცია მათ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტია. ევროპაში კი მაგალითად რეკლამის განთავსებისას ადგილობრივი მწარმოებლები შეღავათებით სარგებლობენ". მისივე თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების სურვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშიც არსებობს, თუმცა საკითხი ინიციატივის დონეზე ჯერ არ მომზადებულა.

თოფაძის თქმით, საქართველოში იმ სუპერმარკეტების წახალისებაც უნდა მოხდეს, სადაც ადგილობრივი პროდუქცია იყიდება. მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებობს იმის პოტენციალი, რომ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივმა პროდუქტმა ჩაანაცვლოს და ეს, პირველ რიგში, საკვები პროდუქტების ბაზარზე უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანის შანსები მინიმუმამდე შემცირდეს. 

 

კომენტარები