საქართველო-ევროკავშირი

იმერლიშვილი: ასოცირების შეთანხმების პარაფირება ყველა შემთხვევაში მოხდება

financial.ge

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ყველა შემთხვევაში განახორციელებს. იმერლიშვილის თქმით, საქართველო დასავლელ კოლეგებთან ამ მიმართულებით ინტენსიურად ითანამშრომლებს.

"ჩვენ ინტენსიურად ვითანამშრომლებთ დასავლელ კოლეგებთან, რათა ერთი წლისთავზე ხელი მოეწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ჩვენ შევიდეთ ევროპულ ოჯახში", - თქვა იმერლიშვილმა.

კომენტარები