ბარბარე რაფალიანცის საქმე

ბარბარე რაფალიანცის ბაბუას თავს დაესხნენ, ოჯახი ფაქტს დაშინებას უკავშირებს

სოფელ კოლაგში, გურჯაანის რაიონში, ბარბარე რაფალიანცის ბაბუა უცნობმა პირებმა საკუთარი სახლის შესასვლელში სცემეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. შემთხვევა 22 ნოემბრს მოხდა. ილია მექერიშვილს სხეულზე დაზიანებები აქვს. ის თავდამსხმელთა ვინაობას ვერ იხსენებს. შემთხვევას მექერიშვილების ოჯახი დაშინებას უკავშირებს.

ცოტა ხნის წინ გურჯაანის მაჟორიტარმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე, რომელიც შს მინისტრმა ერთი წლის წინ პირად კონტროლზე აიყვანა, გახსნილია, თუმცა კოალიცია ქართული ოცნება მას არ ახმაურებს. რაფალიანცის ოჯახი წყაროს დასახელებას მოითხოვს.

გარდაცვლილი ჩვილის დედა თათია მექერიშვილი მისგან იმ წყაროს დასახელებას მოითხოვს, ვისზე დაყრდნობითაც განცხადება გავრცელდა. ოჯახი აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა უკვე დიდი ხანია, ხორციელდება.

საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა გადაფარებული.

კომენტარები