აქცია ექსპოჯორჯიასთან

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად ე.წ. ატსტუპნიკების აქცია გაიმართა

pirweli.com.ge

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად ექსპოჯორჯიასთან ე.წ. "ატსტუპნიკების" აქცია გაიმართა. ინტერპესნიუსის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი 21-ე საუკუნეში ლტოლვილებად იქცნენ და ხელისუფლებისგან ყურადღება სურთ.

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ჩვენს პრობლემას, ვინაიდან ჩვენ დღეს გვასახლებენ ჩვენი წინაპრების მიერ შესყიდული ბინებიდან. სასამართლოში კი ათობით პროცესი მიმდინარეობს. მოვითხოვთ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლებისგან, შეწყდეს ე.წ. „ატსტუპნიკების" წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები, რათა ჩვენ არ ვიქცეთ ლტოლვილებად 21-ე საუკუნეში", - თქვა აქციის ერთ-ერმა მონაწილემ ვიოლა ფოლადაურმა. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი უბინაოდ დარჩებიან, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან.

ყრილობის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აქციის მონაწილეებს ორშაბათს შეხვედრასა და პრობლემის განხილვას დაჰპირდა.

კომენტარები