ებრაული თემი მთელ მსოფლიოში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობს.
დღეს ებრაელებისთვის დაიწყო და რვა დღეს გასტანს ხანუქა, განახლების დღესასწაული. ებრაულ თემს თბილისის სინაგოგაში დღესასწაული დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და უცხოელმა ელჩებმა მიულოცეს. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ.