პატიმრების შიმშილობა

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე: ციხეებში მასობრივი შიმშილობა არ დაწყებულა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის თქმით, ციხეებში მასობრივი შიმშილობა არ დაწყებულა. მისი ინფორმაციით, მოშიმშილეთა რაოდენობა იმდენია, რამდენიც სხვა დროსაც დაფიქსირებულა.

"დღეის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 22 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 15 - უკანონო განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. სიტუაცია კონტროლდება. შიმშილობას თავის წესი აქვს. თითოეული მოშიმშილე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა გიგა გიორგაძემ.

დღეს ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი შიმშილობა გამოიწვია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება.
კაკაბაძის თქმით, პატიმრები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მოქმედმა პარლამენტმა სამართლიანობის აღდგენა და დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

კომენტარები